LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელას სასამართლომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ხუან გუაიდო

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკა. ამის შესახებ ვენესუელას უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში შემდეგი ზომები მიიღო ხუან ხერარდო გუაიდო მარკესთან მიმართებაში: გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან ნებართვის გარეშე გასვლის აკრძალვა; მის საკუთრებაში არსებული აქტივების გაყიდვის აკრძალვა და ასევე საბანკო ანგარიშებზე წვდომის დაბლოკვა და მათი გაყინვა“, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას გენერალურმა პროკურორმა ტარეკ უილიამ სააბმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო ხუან გუაიდოსთან მიმართებაში. მისი თქმით, გამოძიება ვენესუელაში 22 იანვრიდან დაწყებულ ძალადობის შემთხვევებს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები