ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოფიციალური კარაკასის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მუქარით გამოეხმაურა. მადურომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ეს ნაბიჯი „უკან მიუბრუნდება“.
ვენესუელას პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ს მთავრობას ფინანსური სანქციების დაწესებით ვენესუელა დეფოლტისკენ მიჰყავს. მადურო აღნიშნავს, რომ დონალდ ტრაპის მიზანია ქვეყნის ეკონომიკის დანგრევა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ვენესუელას პრეზიდენტს დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებს და სანქციების ფარგლებში, ამერიკულ კომპანიებს ვენესუელის ნავთობკომპანიასთან ყველანაირი კონტრაქტის გაფორმებას უკრძალავს.