LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო დასკვნა დაამტკიცა

96

„ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნლისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი აბსოლუტურად პოზიტიურია და აღიარებულია ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ მიაღწია.

“ვენეციის კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა თავისი საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დასკვნა არის პოზიტიური.

ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიგზავნა ვენეციის კომისიის მხრიდან ერთი კვირით ადრე და დაახლოებით, შეესაბამება ეს დასკვნა იმ წინასწარ დოკუმენტას, რომელიც იქნა გამოგზავნილი.

გარდა ამისა, დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უიზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.