კუნძულ ლიდოზე ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ცნობილი მსახიობები, რეჟისორები და პროდიუსერები ენაცვლებოდნენ. მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალი ამერიკელი რეჟისორის ალექსანდრ პეინის ფილმის “შემცირება” ჩვენებით დაიწყო. მასში მთავარ როლს მეთ დეიმონი და კრისტოფ ვალცი ასრულებენ.
“შემცირების” გარდა მთავარ კონკურსში კიდევ 20 ფილმი მონაწილეობს. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, არასაკონკურსო ჩვენება 6 პროგრამაშია დაგეგმილი, მათ შორის იქნება დოკუმენტური და მხატვრული ფილმებიც.
ღონისძიებასთან დაკავშირებით კუნძულზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.
ვენეციის კინოფესტივალი 9 სექტემბერს დასრულდება.