LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციაში სამოგზაუროდ ახლა სუკეთესო დროა

305

პლანეტის ულამაზესი ადგილების მრავალრიცხოვან რეიტინგებში, ვენეცია სტაბილურად ლიდერობს საუკეთესო ხუთეულში. ქალაქში, რომელიც ღია ცის ქვეშ მოწყობილ მუზეუმს უფრო ჰგავს, უამრავია საინტერესო. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად, რათა არ დაიბნეთ და ყველაფრის დათვარიელება მოასწროთ.

 

მოირგეთ საკარნავალო ნიღაბი

იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ვენეცია მუსიკის, ბრჭყვიალა კოსტიუმების და მრავალრიცხოვანი წარმოდგენების ცენტრი ხდება, რადგან ქალაქი ცნობილ ფესტივალს მასპინძლობს. რამდენიმედღიანი ფესტივალი ტრადიციული დღესასწაულით Festa delle Marie იხსნება, რომელიც ადგილობრივი გოგონების მეკობრეების ტყვეობიდან დახსნას ეძღვნება, მოგვიანებით კი, ”კომედი დელ არტეს” წარმოდგენები ეწყობა წმინდა მარკის მოედანზე. გარდა ამისა, ფესტივალის დღეებში სტუმრებს მრავალფეროვანი მეჯლისები და წვეულებები, ქუჩის ჟონგლიორების და აკრობატების შოუები, გონდოლების აღლუმი და რა თქმა უნდა, საუკეთესო საკარნავალო კოსტიუმის კონკურსი ელოდებათ.

depositphotos_50095753_l-2015

გახდით ფილმის გმირი

ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკმა თავისი  ”ტურისტი” სწორედ ვენეციაში დადგა – ჯონი დეპის და ანჯელინა ჯოლის პერსონაჟების შეხვედრის ეპიზოდი ცნობილ სასტუმროში Danieli-შია გადაღებული,  აქვეა მსოფლიოს უძველესი კაფე ”ფლორიანშიც” სან-მარკოს მოედანზე, დევნის ეპიზოდი კი, ვენეციის მთავარ ”ქუჩაზე” – გრანდ-კანალზეა გადაღებული. შეგიძლიათ თავადაც გაიმეოროთ ვარსკვლავური წყვილის მარშრუტი და იქნებ ერთი სასახლეც შეიძინოთ, როგორც ეს ჯონი დეპმა გააკეთა.

depositphotos_79302270_l-2015

დატკბით ტიციანის და დონატელოს შემოქმედებით

სანტა-მარია გლორიოზა დეი ფრარეს ტაძარი ვენეციის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ნაგებობაა, რომლის 70 მერტის სამრეკლო თავისი სიდიდით მხოლოდ წმინდა მარკის კამპალინეს ჩამორჩება. მე -13 საუკუნეში აგებული ტაძრის მოხატვაზე უამრავი ცნობილი სკულპტორი და ფერმწერი მუშაობდა, მის მთავარ ღირსშესანიშნაობად კი, ტიციანის რამდენიმე ფერწერული ტილო და იოანე ნათლისმცემლის ხის სკულპტურა ითვლება, რომელიც დონატელოს ეკუთვნის და ერთადერთია ვენეციაში.

depositphotos_44221779_l-2015

გადაიღეთ სელფი ჩიტებთან ერთად

სან-მარკოს მოედანი ვენეციის ცენტრია, საიდანაც მრავალრიცხოვანი ტურისტული მარშრუტები იწყება. სწორედ აქაა დოჯების ცნობილი სასახლე, წმინდა მარკის ულამაზესი ტაძარი და პროკურაციის შენობა. მოედნის ცენტრი წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მტრედებიაა სავსე, რომელთა კვება და  მათთან ერთად სელფის გადაღება ტურისტების საყვარელი ტრადიციაა. დასვენება და გონზე მოსვლა მსგავსი ატრაქცინის შემდეგ კი, მოედნის პერიმეტრზე განლაგებულ მრავალრიცხოვან კაფეებში შეგიძლიათ, სადაც მოგზაურების აზრით, მართალია ყველაზე ძვირიან, მაგრამ ვენეციაში უგემრიელეს კაპუჩინოს ამზადებენ.

depositphotos_8618029_l-2015

უშიშრად იმოგზაურეთ მიცვალებულთა კუნძულზე

სან-მიკელეს სასაფლაო ვენეციის ერთადერთი სასაფლაოა, რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს, თუმცა მას ხშირად ”მიცვალებულების კუნძულსაც” ეძახიან. სან-მიკელეს კუნძულზე მონახვედრას უამრავი ტურისტი ცდილობს, რადგან აქ არა მარტო ვენეციელები, არამედ უამრავი ცნობილი ადამიანია დაკრძალული მთელი მსოფლიოდან.

depositphotos_67217393_l-2015

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები