ვენეციის არხები თითქმის სულ დაშრა – ძლიერი მიქცევის გამო ქალაქის ყველა არხში წყლის დონე დასაშვებზე 48 სანტიმეტრით დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ნავები და გონდოლები არხების ნაპირებზე, ტალახშია ჩაფლული.
ცნობისთვის, დეკემბერში ვენეციის წყალდიდობის შედეგად, წმინდა მარკის ტაძარი რესტავრაციისთვის დახურეს. ძეგლს $5,5 მილიონის ზარალი მიადგა. ტაძრის მოძღვრის ინფორმაციით, წყალმა დააზიანა ბაზილიკა, თუმცა შენობის შიგნით უფრო მეტი პრობლემა შექმნა.
ვენეციაში მასშტაბური წყალდიდობა გასული წლის ნოებერშიც იყო, როდესაც წყლის დონემ 1 მეტრსა და 87 სანტიმეტრს მიაღწია, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა კი მილიარდ ევროს გადააჭარბა.