ვენეციის ისტორიული ცენტრის მონახულებისთვის გადასახადის დაწესება ისევ გადადო. ეს გადასახადი შეეხება იმ მოგზაურებს ვინც ქალაქს მხოლოდ ერთი დღით სტუმრობს და ღამის გასათენებლად არ რჩება. თავიდან სიახლე 2023 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საქალაქო საბჭომ რეგლამენტი ვერა და ვერ დაამტკიცა.
Forbes-ის ინფორმაციით, ასეთ ვითარებაში გადასახადის დაწესება მინიმუმ 6 თვით გადაიდება, ანუ 2023 წლის ივნისამდე. ეს საკითხი აქტუალური კარნავალის ჩატარების გამო გახდა, რადგან ღონისძიება როგორც იქნა ტრადიციული ფორმით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიქცევის გამო ვენეციის არხებში წყლის დონემაც იკლო და გონდოლებსა თუ წყლის ტაქსებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.