ვენეციამ ტურისტებისთვის შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა. სიახლის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოპულარულ იტალიურ ქალაქში ამიერიდან დიდი ტურისტული ჯგუფები ვეღარ ივლიან და ერთ ჯგუფში ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა 25-ს არ უნდა აჭარბებდეს. ასევე აიკრძალება ხმამაღალი აუდიოსისტემების გამოყენებაც.
ტურისტებს აუკრძალავენ ვიწრო ქუჩებსა და ხიდებზე გაჩერებას, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ „საცობებს“ და არეულობას ქმნის ხოლმე.
კანონის მიზანი მასობრივი ტურიზმისთვის ხელის შეშლა და ქალაქის განტვირთვაა. ვენეცია ხომ ტურისტების საყვარელი ქალაქია და მას ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი აკითხავს. ეს ადამიანები დიდ დისკომფორტს უქმნიან ადგილობრივებს, გარემოს აბინძურებენ და გარდა ამისა, უსაფრთხოების ნორმების დაცვაც რთულდება.
ახალი კანონი კი ყველა ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც გადაჭრის.