Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვენეცია შესაძლოა საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია შესაძლოა საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდეს

131
thumb_1920x1080_venice-flood-11zon

ტურიზმის გავლენის და კლიმატის ცვლილების გამო ვენეცია შესაძლოა მოხვდეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის იმ სიაში, სადაც გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტებია შესული. საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო მემკვიდრეობის კომისიის მიერ ჩატარებულ სესიაზე, სექტემბერში მიიღებენ.

სპეციალისტთა აზრით, იტალიურ ქალაქს კლიმატის ცვლილებასთან უკეთ ბრძოლა სჭირდება და ტურისტთა ნაკადების შესამცირებლადაც უფრო მკაცრი წესები უნდა იქნეს მიღებული.

ექსპერტების პროგნოზით, საუკუნის ბოლოსთვის წყლის დონე 44-76 სანტიმეტრით მოიმატებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ვენეციის ლაგუნა ბარიერებით უნდა დაიცვან, ეს კი ლაგუნის ეკოსისტემას ძირფესვიანად შეცვლის. ვენეციას საცხოვრებლად უვარგის ქალაქად აქცევს.

გარდა ამისა, იუნესკოში ისიც დაამატეს, რომ ქალაქის ცენტრში შესვლის მსურველთა ბილეთების გაყიდვა და ამ გზით ვიზიტორთა რაოდენობის შეზღუდვა არც თუ ისე შედეგიანი აღმოჩნდა. ტურისტები ქალაქს ისევ მასობრივად უტევენ და ფულიც არ ენანებათ.  დანიშნულება, რომლის მოსახლეობაც 55 ათას ადამიანს შეადგენს, ყოველწლიურად 30 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები