LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში ფუმფულა სათამაშოებისთვის საავადმყოფო გახსნეს

123
Wien - Teddybärenkrankenhaus 2018

ავსტრიის დედაქალაქში ფუმფულა დათუნიებისთვის საავადმყოფო გახსნეს. დაწესებულება რამდენიმე დღე იმუშავებს და მისი მიზანია სათამაშოების მეპატრონეებს აჩვენოს, რომ საავადმყოფოში სიარული საშიში სულაც არ არის. სიახლის შესახებ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი წერს.

კლინიკაში მუშაობს სტომატოლოგია, საოპერაციო და კარდიოლოგია. მკურნალობის პროცესი ისეთივეა როგორც ნამდვილ საავადმყოფოში – მიღებიდან გაწერამდე. ამ პროცესს ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ხელმძღვანელობენ.

შეგახსენებთ, რომ ფუმფულა სათამაშოების საავადმყოფო წელს ბულგარეთშიც გახსნეს. ამ შემთხვევაში სპეციალისტები ბავშვებს შინაური ცხოველების მოფრთხილებას ასწავლიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები