LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვენ რევოლუციური სცენარების წინააღმდეგი ვართ” – დავით ზურაბიშვილი

zurabishviliaa

“აქცია ერთი დღეა, თუმცა, ის რომ ჩვენ აქციების მეშვეობით არჩევნების შედეგები შევცვალოთ არა, ჩვენ რევოლუციური სცენარების წინააღმდეგი ვართ,” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა “ფორტუნასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარკვეულ მოთხოვნებს “რესპუბლიკური პარტია” იზიარებს, აქციაზე სავარაუდოდ, არ მივლენ.

“აქციას ჩვენ არ ვაწყობთ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” აქციაა პრინციპში. მოთხოვნები რაც აქვთ, რომ არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდეს, ეს სწორია და ვიზიარებთ. თუმცა, ჩვენ არ ვაწყობთ ამ აქციას და ალბათ არც წავალთ. მეეჭვება წამოვიდეს ამ მოთხოვნებზე ხელისულფება, თუმცა, მისთვისვე სჯობს, რომ წამოვიდეს,” – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

“ფორტუნა” დაინტერესდა, რა პოზიცია ექნება “რესპუბლიკურ პარტიას” იმ შემთხვევაში, თუ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს, რაზეც ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და “რესპუბლიკური პარტია” რევოლუციური სცენარის წინააღმდეგია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები