LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად” – ირაკლი ჩიქოვანი

159
1585145219-capture

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერის მრჩეველმა კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანაში შიდა კლასტერები გაფართოვდა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ახალი შემთხვევების კვლევა, თუმცა ამ დროისათვის არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ საქართველო ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ემზადება.

“ქვეყანაში გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე იმ კავშირების დადგენა, რაც ახალ ინფიცირებულებს აქვთ. ფაქტობრივად გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება. 4 დიდ ქალაქში, საღამოს 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გასვლა. რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისი. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომელებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებული და 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. გასვლის საშუალება ექნება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან რეგისტირებული სხვა მუნიციპალიტეტებში, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მთავრობის მიერ შექმნილი გვერდის მონაცემებით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5 034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 469 ადამიანი იმყოფება. ახალი კორონავირუსით საქართველოში 3 პაციენტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები