სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ვემსახურები საქართველოს. წავედი უკრაინაში“, – წერს გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ გიგა მაქარაშვილი უკრაინაში უკვე იმყოფებოდა. ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა.
გიგა მაქარაშვილი: „კარგი ამბავი… ბუჩას საბავშვო ბაღზე ასამდე ადამიანმა მუშაობა უკვე დაიწყო!..“