LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველური ბუნება და დათოვილი რაჭული კოტეჯი – მოგზაურები აღფრთოვანებას ვერ მალავენ (ფოტოები)

2073
დ

სოციალურ ქსელში, ქართული ტურიზმის მხადრასაჭერად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ხშირად ჩნდება ხოლმე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებული ორიგინალური კოტეჯებისა, თუ სასტუმროების შესახებ ფოტო და ვიდეომასალა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ და კონკრეტულ განთავსების ობიექტებში დასვენებას ურჩევენ.

„ფეიბუქის“ მომხმარებლებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, ბოლო დღეებში, დათოვილი რაჭის ფოტოებია… Spend 4 Seasons in Georgia-ში რამდენჯერმე გამოჩნდა „კოტეჯი სოჭის“ ამსახველი ფოტოები. აღსანიშნავია, რომ დათოვილი კოტეჯი შუაგულ ტყეში, ველურ ბუნებაში მართლაც რომ დიდებულად გამოიყურება და ნებისმიერი მოგზაურის ყურადღებას იპყრობს.

„დაისვენე იქ, სადაც სიმშვიდის სახლები ღამით თავზე ვარსკვლავებით ცას იბერტყავენ“, – წერენ თავად „კოტეჯი სოჭის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ კოტეჯი ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში მდებარეობს და ის წელიწადის 4-ივე სეზონზე მოგზაურებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები