LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდი მეორე დღეს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა-ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე

579
72136055-2174815232623458-1986814264395956224-n

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის თამთა თოდაძისგან ბოდიშის მოხდას ელოდებოდა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ თანამშრომელზე არ უძალადია და ეს ყველაფერი ინსცენირება იყო. ამის შესახებ ილია ჯიშკარიანმა TV პირველის გადაცემა “პირველებში” განაცხადა. დეპუტატი გადაცემაში საავადმყოფოდან ჩაერთო.

“ყველაფერი დალეწა მან და თავის დალეწილში აიხლართა… საიდან მიიღო დაზიანება, იქნება, ისეთი ნასვამი იყო, ქუჩაში წაიქცა?.. მე რა ვიცი, გაეხახუნა იქნებ კედელს”, — ამბობს ჯიშკარიანი.

,,მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში” – ჯიშკარიანის პირველი ვიდეოკომენტარი

ჯიშკარიანი იმასაც აღნიშნავს, რომ განაჩენი ფემინისტებმა, რადიკალებმა და ლიბერალებმა გამოუტანეს.

“რატომ ვწევარ მე ლოგინში? მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ლიბერალებმა… მომდის დღითიდღე ენერგია. მამაოები მირეკავენ. როგორ? მე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მე იქით ვენახი გავაშენე, აქეთ ეკლესია და პარალელურად ბინძური საქმეები ვაკეთო?

ჯიშკარიანის დიაგნოზი - რის გამო მოხვდა ეჭვმიტანილი დეპუტატი საავადმყოფოში

სწორედ ამიტომ დღევანდელი სასამართლო პროცესი კლინიკაში მიმდინარეობს.

11 სექტემბერს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000 ლარის გირაო შეუფარდა. მასვე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები