ჯანდაცვის მინისტრი გოგელიას კლინიკაში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება და დოკუმენტები გადაიგზავნება იმ შესაბამის უწყებებში, რომლებშიც შემდგომში რეაგირება უნდა მოხდეს.
“როგორ ბედავთ! მეგონა ბავშვს ავცრიდი ვაქსიგრიპით აღმოჩნდა, რომ ც ვიტამინს აკეთებთ, გაავრცელეთ…”
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პარლამენტისგან შესაბამისი ცვლილებების მიღებას ელოდებიან, რათა რეგულირების სააგენტოს მიეცეს შესაბამისი მანდატი, შეამოწმოს არა მხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც და მოქალაქეებს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ:
“რეგულირების სააგენტო იქ არსებულ პროცესს დეტალურად შეისწავლის. მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, დოკუმენტები გადაიგზავნება იმ შესაბამის უწყებებში, რომლებშიც შემდგომში რეაგირება უნდა მოხდეს.
ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ გადაგზავნილი იყო პროკურატურაში, ჩვენ მათ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება.
რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ, რადგან რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი – გეგმურად შეამოწმოს კლინიკები. ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ველოდებით პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს შესაბამისი მანდატი, შეამოწმოს არა მხოლოდ ამბულატორიები, კლინიკებიც, რათა ჩვენს მოქალაქეებს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.
მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ და მოხდეს მათი საჭიროების, ასევე მათი სამუშაოს დეტალური აღწერა და მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა, ასევე ოპერირების დაწყება.
მოკვლევა გუშინ დაიწყო. ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ ყველა დეტალში გვინდა ჩავიდეთ. ის გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულია, გადაგზავნილია პროკურატურაში. ყალბ სერტიფიკატზე რეაგირება სამინისტროს ვერ ექნება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც სამინისტროს აქვს დადგენილი.” – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვისაც გუშინ კლინიკაში აცრა ჩაუტარდა, მოიკითხავენ.
ამავე თემაზე: