LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით ნებართვას ლიბიაში, რის შემდეგაც ქართველ მეზღვაურს გადმოვასვენებთ – საგარეო უწყება

sagareo-saqmeta-saministro-e1543391223858

საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის, ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე სამშობლოში გადმოასვენოს, თუმცა ლიბიური მხარის გამოძიებისგან ნებართვას ელოდება.

“ამ ეტაპზე ლიბიაში შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, ველოდებით გამოძიების დასრულებას და შესაბამისი უწყებების ნებართვას. ამის შემდეგ გადმოსვენების პროცედურა შეფერხების გარეშე განხორციელდება,” – განუცხადეს უწყებაში “ფორტუნას”.

ქართველი მეზღვაური ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის წინ ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა.