ვარკეთილში, სკვერის გახსნის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე კახა კალაძეს სპეციალურად მისთვის დამზადებული მაისურის ჩუქებას აპირებს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გამოსახული.
სამოქალაქო აქტივისტმა, საპასუხო საჩუქრის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კახა კალაძემ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, მოქალაქეს, რომელსაც მაისური შემოახია, ახალი აჩუქა, რომელზეც კახა კვეკვესკირი მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის აღბეჭდილი.
სავარაუდოდ, მაისური თავად შემოიხია, ამიტომ საჩუქრად გადავცემთ – კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზე
“გუშინდელი ძალადობის შემდეგ იმსჯელეს,კონსილიუმი გამართეს და გადაწყვიტეს “დაპრინტული” მაისური გადმომცენ მიშასთან და სანდრასთან გადაღებული სურათებით.
კალьა შენსავით უპრინციპო,ცხრაჯერ გადამხტარ-გადმომხტარი არ ვარ აქეთ-იქეთ,ვემსახურები იდეას და პრინციპებს,რითიც ვამაყობ!
ველოდები “საჩუქარს” და მზად ვარ გადმოგცე იგივე,”-წერს კახა კვეკვესკირი სოციალურ ქსელში.
კახა კალაძემ, სამოქალაქო აქტივისტების თქმით, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა