LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდები გამარჯვებას: გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი პოზიცია ქუთაისში დააფიქსირა

80

საკუთარი არჩევანი ქუთაისში, № 22-ე საარჩევნო უბანში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი საჩივარი დაიწერა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.

„უამრავი საჩივარი და შენიშვნებია უკვე, რადგან მომზადებული იყვნენ გაყალბებისთვის. როგორც მე ვიცი, აქტივობა ნორმალურია. მე მინდა კიდევ მივმართო ამომრჩეველს – ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდით არჩევნებზე, რადგან საქართველოს და თქვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს ირჩევთ. ეს თქვენი კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, სწორედ ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა. მე ველოდები ჩვენს გამარჯვებას, იქნება ეს პირველ ტურში, თუ მეორეში, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება. ვნახოთ, კიდევ რამდენი საჩივარი დაგროვდება. ერთი რამ ვიცი, ხელისუფლებას ძალიან მწვავე შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა,“ – აღნიშნა ფრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე ქუთაისში გასულ წელს მერის არჩევნების დროს ჩაეწერა.