LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველობილიკი, ველოპარკი და მთის ციგა: ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

105

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2 ივლისს ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნა. სეზონის გახსნის ცერემონიის ფარგლებში ბავშვებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს როგორც ადგილობრივებმა, ისე სპორტ სკოლის ბავშვებმა და დამსვენებლებმა. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები. მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის მოეწყო სპეციალური ტერიტორიები. ისინი განაწილდნენ ჯგუფებად და შეეჯიბრნენ სხვადასხვა სახის თამაშებში, შემდეგ კი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ მიიჩნევენ, რომ მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხ სეზონიანი. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველო პარკი და ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტოპოგანი“ – ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა. ატრაქციონი ფუნქციონირებს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები