ბაკურიანში ველობილიკები მოეწყო.
სლოვენიურმა კომპანია „ალიანსმა“, გუდაურთან ერთად, ველობილიკები ბაკურიანშიც მოაწყო.
ბილიკი დიდველის ზედა სადგურიდან იწყება, მარშრუტებს საძოვრებისა და ტყის გავლით განაგრძობს და იმავე გონდოლას ქვედა სადგურთან სრულდება. მისი სიგრძე 6 000 მეტრზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ ველობილიკები არ გადაკვეთს სასრიალო ტრასებს და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.