LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

shss

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები