LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ველინგტონმა’’ ჩიფსების შემდეგ “პოპ კორნის” წარმოება დაიწყო

144

ჩიფსების ქარხანა ,,ველინგტონმა’’ ახალი საწარმოო ხაზი აამოქმედა. კომპანიამ ჩიფსების შემდეგ ,,პოპ კორნის’’ წარმოება დაიწყო.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ გაბათაშვილმა განუცხადა, ორი სახეობის მარილიანი და კარამელის ,,პოპ კორნი’’ ,,ფრესკოს’’, ,,სმარტისა’’ და ,,კარფურის’’ ქსელში უკვე იყიდება, თუმცა სარეალიზაციო ქსელი ეტაპობრივად გაფართოვდება. ,,ველინგტონის’’ წარმოებული კარამელის პოპკორნის  ფასი 1.20 ლარია,  ხოლო მარილიანის – 60 თეთრი.

გერმანული ბრენდი “ფრიქსი” ქართულ ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდა. საწარმოს მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ლილოს ტერიტორიაზე მდებარე საწარმო ამ დრომდე მხოლოდ 3 სახეობის ჩიფსს აწარმოებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები