LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედნამდე ტრანსპორტის შესვლა იზღუდება

21

სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 აგვისტოს 18:00 საათიდან, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება.

შესაბამისად, თბილისის მერიის ინფორმაციით, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.

დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემაც, რომლებიც ვეკუასა და მტკვრის ქუჩების გავლით მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდნენ. ისინი სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის მიმართულებით მობრუნდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები