LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეღარ მივდივართ ქალები კოსმეტოლოგებთან, ქვეყანა გასაჭირშია და მაპატიეთ, რომ პროტესტის დროს ნაკლებად ლამაზად გამოვიყურები: თაკო ჩარკვიანი

577
თაკო ჩარკვიანი

მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიხსნათ, პროტესტი უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ყველამ თავები გადავდეთ, ოჯახები გადავდეთ, იმიტომ რომ ჩვენს ძალიან პატარა ქვეყანას შემოესივნენ ბანდიტები და კორუფციონერები” – აცხადებს ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის თქმით, მიმდინარეობს ძალიან საშიში პროცესი და სახელმწიფო მიტაცებულია.

“იცით რა ბატონებო და ქალბატონებო? ვეღარ მივდივართ ქალები კოსმეტოლოგებთან იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გასაჭირშია და მაპატიეთ, რომ ამბოხის და პროტესტის დროს ნაკლებად ლამაზად გამოვიყურები” – აცხადებს ჩარკვიანი.

ჩვენ ყველამ თავები გადავდეთ, ოჯახები გადავდეთ იმიტომ, რომ ჩვენს ლამაზ ქვეყანას შემოესივნენ ბანდიტები და კორუფციონერები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები