LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეფხისტყაოსნის“ სერია 4 განსხვავებული დიზაინით – ქართული ლუდი ბაზარზე ორიგინალური შეფუთვით გამოჩნდა

611
a96809-big

ბაზარზე ქართული წარმოების ლუდი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი შეფუთვით გამოვიდა. კერძოდ, საუბარია ბრენდ „ნატახტარზე“, რომელმაც სიამაყით წარმოადგინა „ვეფხისტყაოსნის“ სერია 4 განსხვავებული დიზაინით.

აღსანიშნავია, რომ ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული  „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული.

თანასწორობა, მეგობრობა,  სიყვარული, სიკეთე – ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

ცნობისთვის, „ნატახტარის“ ახალი სერია შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები