LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეძებთ ოჯახს რუსთავიდან! დედა – შორენა ბიჭაშვილი, შვილები – მარიამ და კოტიკო მაისურაძეები!“ – შოვში კიდევ ერთ დაკარგულ ოჯახს ეძებენ

618
რუსთაველი ოჯახია - დედა და ორი შვილი

რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთ დაკარგულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.

რაჭის ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჯერად დაკარგულთა სიაში რუსთაველი ოჯახია – დედა და ორი შვილი.

„ვეძებთ ოჯახს რუსთავიდან! დედა – შორენა ბიჭაშვილი
შვილები – მარიამ და კოტიკო მაისურაძეები!“ – წერს მოქალაქე, ლილე გობეჯიშვილი.

„ზაზა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა, სამივე ბიჭია.. კავშირი გუშინ, საღამოს 11 საათიდან შეწყდა“ – შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოჯახს ეძებენ

„სამწუხაროდ, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს გამოქვეყნებული, ოჯახის არ მაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ...“ – უთხრა „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

„ჩვენს შორის არიან გმირები, რომლებიც არ ჩანან.. ტოვებენ 2 შვილს, ფეხმძიმე ცოლს და მიდიან სხვისი შვილების გადასარჩენად“ – მოქალაქეები შოვში მომხდარ სტიქიაზე

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ. გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები