დიდ ბრიტანეთში სულ მალე ახალი მონეტა გამოვა. ახალი მონეტა 1 ფუნტი სტერლინგის ნომინალის იქნება და მისი განახლების მიზეზი უსაფრთხოება გახდა. როგორც ცნობილია, სიახლეს არა მრგვალი არამედ 12-კუთხა ფორმა ექნება, რაც მისი გაყალბების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს. შ
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე 1 ფუნტიანი ბრიტანელების ჯიბეში პირველად 30 წლის წინ მოხვდა და მასზე მისი უდიდებულესობა დედოფალია გამოსახული.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრუნვაში არსებული ყოველი 30-ე მონეტა ყალბია. ახალი მონეტა კი განსხვავებით წინამორბედისგან რთული ფორმით გამოირჩევა და მისი ასლის შექმნა თითქმის შეუძლებელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ უკვე მოჭრილია 1,5 მილიარდი ახალი ფუნტიანი და ის ბრუნვაში ამ დღეებში ჩაეშვება.