ვებგვერდმა IMDb 2019 წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა. ვებგვერდმა საუკეთესოები ონლაინ მონიტორინგის (ძიების) შედეგების საფუძველზე გამოავლინა. ყოველთვიურად ვებ პორტალზე 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედის.
საუკეთესო კინოფილმად „ჯოკერი“დასახელდა.
ათეულშია ასევე კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“. „შურისმაძიებლები: დასასრული“, „კაპიტანი მარველი“, „ის: ნაწილი მეორე“, „მეფე ლომი“, „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“, „ალიტა“, „ალადინი“, „ჩვენ“.
საუკეთესო სერიალების კატეგორიაში პირველობას არ თმობს „სამეფო კარის თამაშები“.
სამეულში ასევე მოხვდნენ „ჩერნობილი“ და „ძალიან უცნაური საქმეები“, „აკადემია ამბრელა“, „ბიჭები“, „შავი სარკე“, „მოსიარულე მკვდრები“, „ალესილი კეპები“, „სქესობრივი აღზრდა“, „შენ“.