LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვებ-გვერდზე vali.ge მონაცემები განახლდა

1544522512-vali-1024x580

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – vali.ge მონაცემები განახლდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემებიც დაემატა. ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 420 მსესხებლის 695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ. ჯამური დავალიანების თანხა 3,148,735,096 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი“.

შეგახსენებთ, ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები