საქართველოს ტურიზმის სექტორი კრიზისის წინაშეა. ჯავშნების, თითქმის, 90% გაუქმებულია, სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეჩერებულია ფრენებიც. რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ტურიზმის ექსპერტმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც ავიამიმოსვლის შეწყვეტას გულისხმობს, ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
მისი თქმით, იტალიური ბაზარი ფეხს ახლა იკიდებდა, თუმცა პროცესი შეჩერდა.
“16-17 მარტიდან იწყება მუსულმანური ახალი წელი. ეს არის პერიოდი, როცა ორი კვირის მანძილზე იქ დასვენებაა, სწორედ ეს პერიოდი იყო ხოლმე ტურისტულად ყველაზე აქტიური, მაგრამ ჯავშნები, ცხადია, სრულად გაუქმებულია. ჩვენთვის მთავარია უსაფრთხოებაა და გვესმის ყველაფერი.
თვეში 30 მილიონიანი ზარალი ტურიზმში - კორონავირუსი საქართველოში და მისი საგანგაშო შედეგები
ზარალი შეიძლება თვეში 40-45 მილიონი ლარი იყოს.
მეცხრე დღეა, რაც დაიწყო რეალურად ყველაზე დიდი კრიზისი, რაც კი ტურიზმს ჰქონია. 1993 წლიდან ამ სფეროში ვარ და ეს ყველაზე დიდი კრიზისია. ჯავშნების 90% გაუქმებულია. ერთადერთი საზრუნავია, შევინარჩუბოთ კადრები და ადამიანებს ის მინიმალური ხელფასი მაინც მივცეთ, რომ თავი შეინახონ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ჩვენი სექტორი. არ მეგულება ტურიზმის სფეროში კომპანია, ვისაც სესხი არ აქვს აღებული.
ჩვენ ვითხოვთ, მინიმუმ ორთვიანი მინიმუმ საშეღავათო პერიოდი მოგვცენ, მაისიდან დათბობასთან ერთად იმედია, გამოსწორდება ყველაფერი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. სათითაოდ ყველა ინდივიდუალურადაც ელაპარაკება ბანკებს, ვნახოთ რას იზამენ”, – აცხადებს ალავერდაშვილი.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრ დღეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.