Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა

124

სელექციური პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და შვეიცარიელმა სელექციონერმა, ვალენტინ ბლატნერმა ვაზზე სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების გამოვლენის სამუშაოები განაახლეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშებისა და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია, გასული წლის სელექციური პროგრამიდან მიღებულ ჰიბრიდულ თესლ-ნერგებზე დაკვირვება და მათი რეზისტენტობაზე გამოცდა მიმდინარეობს.

მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა. ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პროგრამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებიც არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ სელექციონერ ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს. მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები – კაბერნე ბლანი, პინოტი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისათვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტულ ჯიშებს შეწამვლა, ძირითადად, არ სჭირდება, ან სჭირდება წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები