ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მესამე სართულზე მდებარე ბინას მოედო.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.