LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

199
პოლიცია

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ცემენტის მანქანა დაეჯახა. ქვეითი ადგილზევე დაიღუპა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზეა ასევე ცემენტის მანქანის მძღოლიც.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები