ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა.
მათივე ინფორმაციით, კაპრალი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მეოთხე ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. მას ლაზარეთში შესვლისას გული გაუჩერდა.
უწყების ცნობით, კაპრალს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა, ის გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.