საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე (კმ27-კმ60) 26, 27 და 28 ივლისს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.
აღნიშნულის მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება სახელდება.
რაც შეეხება დღე-ღამის დანარჩენ პერიოდს, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება.
#რახდებაგზებზე
? შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე…
Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Wednesday, July 26, 2023