ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ცხენს დაეჯახა. ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა, მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.