ვაუქმებთ პატრულირებას, – ამის შესახებ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს, ლევან ვასაძემ განუცხადა. ლევან ვასაძის განცხადებით, გადაწყვეტილებისმიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
ლევან ვასაძემ შს სამინისტროს წორი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები პატრულირებას განაახლებენ.
“პატრულირებას ვაუქმებთ, ჩვენი შს სამინისტროს პატივისცემითა და მადლიერებით. იმედია, ეს პროპაგანდა არ გაიმართება, თუ არადა ერთი ტელეფონის ღილაკი და გავჩნდებით იქ, სადაც საჭიროა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.