LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატიკანი თავის ავტო პარკს Volkswagen-ის ელექტროქარებით ჩაანაცვლებს

118
volkswagen

ვატიკანი 2030 წლიდან შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებზე უარს იტყვის. პაპის სახელმწიფო კლიმატური სტრატეგიის განხორციელებას Volkswagen Group-ის დახმარებით გეგმავს. ვატიკანმა ავტო გიგანტთან პარტნიორული ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ქალაქი-სახელმწიფოს მიზანი არსებულ ევროპულ ტრენდებთან შესაბამისობაში ყოფნაა – ერთადერთი ენერგია რომელსაც მოიხმარენ განახლებადი უნდა იყოს.

ვატიკანის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მათი მიზანი ეკოლოგიური პოლიტიკაა, რაც გარემოს შენარჩუნებას და ენერგომომარაგების სტრატეგიის შენარჩუნებას გულისხმობს.

შემდეგი ნაბიჯი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროქარების დასამუხტი სადგურების მოწყობა იქნება. ხოლო 7 წლის შემდეგ ვატიკანი შიდა წვის ძრავაზე საერთოდ უარს იტყვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები