LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასო ურუშაძე მთავრობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

81

”ეკო ტრანსპორტ ცენტრი”-ს დირექტორი ვასო ურუშაძე ფეისბუქის გვერდზე საკმაოდ ვრცელ მიმართვას ავრცელებს. სტატუსს თან ახლავს სურათებიც, სადაც კარგად ჩანს თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში. მიმართვაში ვასო ურუშაძე მთავრობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

”ქვეყანაში მოვიდა ნალექი თოვლის სახით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას პატრონი არ ყავს, ეს არის ოზურგეთი-ქობულეთის ცენტრალური დამაკავშირებელი გზა, გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა რეგიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორია “იმპოტენტი” მთავრობა. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ხმარდება პრემიებს, დანამატებს და “შავ ჯიპებს”, ხოლო როცა ქვეყანაში გაუარესდება კლიმატური პირობები, თავს დაგვატყდება სტიქიური უბედურება, არ გვყავს ვერტმფრენი, არ გვყავს შესაბამისი სპეც ტექნიკა და ასე შემდეგ.

მივმართავ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გთხოვთ დროულად გამოხვიდეთ “პახმელიიდან” და ხალხს მიხედოთ, მიხედოთ გზებს, მაგისტრალებს და დაკავდეთ გაწმენდითი სამუშაოებით. გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფლებში დიდთოვლობის და უგზოობის გამო ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ადამიანები არიან სრულიად დაუცველები. ” – აცხადებს ვასო ურუშაძე.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები