ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში თბილისის ბოტანიკური ბაღის შესახებ წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, მოინახულონ ეს სილამაზე:
„ბოტანიკურ ბაღში ბოლოს როდის იყავით?! სრული საოცრებაა, რომლის ბადალსაც ბევრგან ვერ ნახავთ.
თანაც სანიმუშოდ მოვლილი და გაწიწკინებულია.
შუაგულ თბილისში, ნამდვილ სამოთხეში ორი საათით გასეირნება გეყოფათ სრული გადატვირთვისთვის და ენერგიის განახლებისთვის.
რაც ვნახე, უცხოელები მრავლად არიან, ქართველები ისე რა! ეტყობა, იმათ ვიღაცა აკვალიანებს, ჩვენ კიდევ მტრები გვყავს და გვიმალავენ, რომ ყურის ძირში ასეთი სასწაული ადგილი გვაქვს.
ძალიან დამწყდა გული, რომ დიდი ხანია არ ვყოფილვარ. გაისეირნეთ, არ ინანებთ!“