LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის

146

ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი წელი უხვმოსავლიანობით გამოირჩევა.

სამინისტროს ცნობით, პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად, 2015 წლიდან სახელმწიფო პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ახალი, თანამედროვე სტანდარტის მრავალწლიანი ბაღების გაშენება მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ვაშლის ახალი ბაღების გაშენება 869 ჰექტარზეა დაფინანსებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 7 035 807 მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს კონკურენტუნარიანი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტისფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით, გადაიარაღებულია 880-ზე მეტი საწარმო. აქედან, 40-მდე საწარმო გადამმუშავებელია, სადაც ფერმერებს ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ.

ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესის გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა-ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელ საწარმოში შპსბიოჯუსიიმყოფებოდა. საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა, რომლითაც საწარმომ ისარგებლა, 185 000 ლარს შეადგენს. საწარმოში, სადაც სეზონზე 55 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 15 000 ტონა ვაშლს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც ხდება და გერმანიაში ექსპორტზეც გადის. წლევანდელ სეზონზე საწარმომ უკვე მიიღო 5 000 ტონა ვაშლი და კიდევ 10 000 ტონის ჩაბარებას გეგმავს.

გიორგი ხანიშვილი ხილის გადამმუშავებელ ახალი საწარმოში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებშიც იმყოფებოდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი საწარმოხილარისახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 1 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 710 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ახალი საწარმო პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, რევაზ ასათიანთან და შიდა-ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გახსნა და ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

საწარმოში წელიწადში 300 ტონაზე მეტი ხილი გადამუშავდება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში სეზონურად 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა. საწარმომ წლევანდელ სეზონზე უკვე ჩაიბარა 35 ტონა ვაშლი და კიდევ 265 ტონის ჩაბარებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები