LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

88

ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.  მათივე ინფორმაციით, 77 ადამიანი პირსისა და თერსტონის ოლქების საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის ოთხმა მძიმე ტრავმები მიიღო.

როგორც Fox News- იტყობინება, მატარებლის სულ მცირე ერთი ვაგონი ხიდიდან გადავარდა და ავტომაგისტრალს დაეცა.  ინციდენტი, ბოლო ინფორმაციით, ქალაქებს – ლეიქვუდისა და ოლიმპიას შორის არსებულ გზაზე მოხდა.

„ირგვლივ ყვირილის ხმა ისმოდა. მოგვიწია ფეხით გამოგვეტეხა მინა, რათა მატარებლის ვაგონიდან გამოვსულიყავით“, – აცხადებენ მგზავრები.

მატარებელი  სიეტლიდან პორთლენდში მიემგზავრებოდა.მატარებლის კომპანიის ინფორმაციით, მატარებელში 78 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

ინციდენტის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

https://www.facebook.com/cnninternational/videos/10155974914514641/

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები