LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონში ჯანდაცვის მუშაკებისა და საჯარო მოხელეების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

63
1

ვაშინგტონის შტატში ჯანდაცვის მუშაკებისა და საჯარო მოხელეების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. 

გადაწყვეტილება ვირუსის მკვეთრ გავრცელებას უკავშირდება. ორშაბათს გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ განაცხადა, რომ ამ პირების ვაქცინაცია მალე უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამსახურს დაკარგავენ.

“იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კატეგორიის წევრები ვაქცინის ორივე დოზით 18 ოქტომბრამდე აიცრებიან და ამის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ, სამსახურს შეინარჩუენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ემუქრებათ “არადისციპლინური გათავისუფლება” მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.” – თქვა გუბერნატორმა.

ამასთან, დასაქმებულებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება რელიგიური ან სამედიცინო მიზეზების გამო, მაგრამ პოლიტიკური ან ფილოსოფიური წინააღმდეგობა გათვალისწინებული არ იქნება.

ვაქცინაცია სავალდებულო გახდება საჯარო მოსამსახურეებისთვის, დაწყებული პოლიციელებით, დასრულებული სახელმწიფო სოციალური მუშაკებითა და ციხის თანამშრომლებით.

როგორც შტატების გუბერნატორმა აღნიშნა, “ახლა საზოგადოება ებრძვის ახალ ვირუსს, რომელიც ორჯერ გადამდებია და იწვევს საშინელი დაავადების აფეთქებას ვაშინგტონის შტატში”.