LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონი “ოცნების” ქმედებებით უკმაყოფილოა, ამერიკელები “ოცნების” პოზიციების შერყევას აპირებენ: რუსეთის საგარეო დაზვერვა

113
37c61745ea409c5bea9fc49aebf6377f

“ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ქმედებები ვაშინგტონში უკმაყოფილებას იწვევს. საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები აპირებენ ოპოზიციის მხარდასაჭერად სისტემურად იმუშაონ და შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები” – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ქართული ოცნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნებისთვის თავის არიდებას ცდილობს.

„აშშ-ში ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული შეეჩვივნენ, „ხელის რეჟიმით“ მართონ საქართველოს პოლიტიკური პროცესები; უკარნახონ, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და რა კურსი გაატარონ ოპოზიციასთან მიმართებით. ბოლო ხანებში ვაშინგტონში მწიფდება უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეულია მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” ქმედებებით, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს ამერიკელთა მოთხოვნების უსიტყვო შესრულებას. თეთრ სახლში შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზედმიწევნით არ იცავენ დადგენილებას, უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ კურსს.

საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები აპირებენ ოპოზიციის მხარდასაჭერად სისტემურად იმუშაონ და ამავდროულად შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები. შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებსაც განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონი აგრძნობინებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის შემდგომი დამოკიდებულება თბილისისადმი განპირობებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით ზუსტად მისდიოს ამერიკის მითითებებს.

საქართველოს მაგალითი თვალსაჩინოდ მოწმობს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების მისწრაფებას, გაინაღდონ ვაშინგტონის მფარველობა მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად, სწრაფად მიჰყავს ისინი დე ფაქტო სუვერენიტეტის და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების დაკარგვისკენ, როგორც საგარეო არენაზე ისე ქვეყნის შიგნით,” – აცხადებს სერგეი ნარიშკინი.