LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძეს საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში დამოუკიდებელი დეპუტატის წევრის კვოტით გაწევრიანება სურს

116
გრიგოლ ვაშაძე

“კომიტეტში არის 15 წევრი, შესაბამისად, კომიტეტი შევსებულია და დამატებით წევრს ჩვენ ვერ მივიღებთ,” – ასე პასუხობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის სურვილს – დამოუკიდებელი დეპუტატის წევრის კვოტით საგარეო ურთიერთობათა და კულტურის კომიტეტებში გაწევრიანდეს.

კომიტეტებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დეპუტატის მიმართვა პარლამენტის ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ნიკოლოზ სამხარაძე კი ამბობს, რომ ეს საკითხი შესაძლოა მას შემდეგ განიხილონ, როცა ადგილი უფრაქციო დეპუტატისთვის გამოთავისუფლდება:

“კომიტეტში არის 15 წევრი, შესაბამისად, კომიტეტი შევსებულია და დამატებით წევრს ჩვენ ვერ მივიღებთ. ეს საკითხი შეიძლება განხილულ იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად გადანაწილდება წევრების რაოდენობა და გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატისთვის.” – თქვა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა.