ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან მიმართვას ავრცელებს და წერს არასრულწლოვანი და-ძმის შესახებ, რომლებსაც საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.
როგორც აკა სინჯიკაშვილი ამბობს, ბავშვებს, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ, ნორმალური დასაძინებელი ოთახიც არ აქვთ:
„ვართ მაღალმთიან სოფელში და რა ამბავი ტრიალებს, უბრალოდ წაიკითხეთ, დაუჯერებელი ამბავია.
ბავშვები ობლები არიან. დედაც გარდაეცვალათ და მამაც. ამის შემდეგ ბავშვებს უვლიდა ბებო, რომელიც ასევე გარდაიცვალა. შემდეგ, მეორე ბებომ აიღო ბავშვებზე მზრუნველობა და ღმერთო ჩემო, ისიც გარდაიცვალა. ახლა, მათი ბიძა ჩამოვიდა და ის ზრდის ობლებს. ბიძა ავად გახდა და ახლა საავადმყოფოში წევს.
ამ წამს, ბავშვებს, ერთ-ერთი ბებიის და უვლის, სანამ ბიძა საავადმყოფოდან გამოვა.
ბავშვებს, ნორმალური დასაძინებელი ოთახიც კი არ აქვთ. ძმებს კიდევ ერთი და ჰყავთ და ამ სამი ბავშვიდან, ორი შეზღუდული შესაძლებლობებისაა. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?!
ვიწყებთ ბავშვებისთვის ოთახის აშენებას და გარემონტებას.
ვეცდებით, ყველაფერი გავუკეთოთ და გთხოვთ, მოგვეხმარეთ სასწრაფოდ ყველა.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი:
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი:
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili #სიკეთეგადამდებია“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.
?ვართ მაღალმთიან სოფელში და რა ამბავი ტრიალებს, უბრალოდ წაიკითხეთ, დაუჯერებელი ამბავია.
❗ბავშვები ობლები არიან. დედაც…
Posted by Akaa Sinjikashvily on ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2023