უკრაინას უამრავმა ვარსკვლავმა დაუჭირა მხარი. ზოგიერთი მათგანი საქველმოქმედო ორგანიზაციას ქმნის, ზოგი, კრემლის პროპაგანდისტულ რეჟიმს მუსიკით უპირისპირდება, ზოგიც უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლს უთმობს.
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან
უკრაინელმა დიზაინერმა კიევიდან, ალინა პონომარენკომ გადაწყვიტა ვარსკვლავები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ფოტოპროექტში გაეერთიანებინა. მან ცნობილი ადამიანების შავ-თეთრი ფოტოები, უკრაინის ნაციონალური ტანისამოსის პრინტითა და ფერებით გააფორმა. თქვენ შეხვდებით მადონას, რაიან რეინოლდსა და ბლეიკ ლაივლის, ბექჰემებს, ილონ მასკს, ემილია კლარკს და ა.შ…