LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებიც ,,ოქროს გლობუსზე” გამარჯვებულებს გამოაცხადებენ

75th ANNUAL GOLDEN GLOBE AWARDS -- Pictured: Reese Witherspoon, Writer, “Big Little Lies”, HBO, accepts the award for Best Television Limited Series or Motion Picture Made for Television at the 75th Annual Golden Globe Awards held at the Beverly Hilton Hotel on January 7, 2018 -- (Photo by: Paul Drinkwater/NBC)

რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა იმ ვარსკვლავების ვინაობა, რომლებიც „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულებს გამოაცხადებენ.

ჯესიკა ჩესტეინი, სემ როკველი, გარი ოლდმანი, ოქტავია სპენსერი, ტარაჯი პი ჰენსენი, ელისონ ჯენი, სირშა რონანი, ლუპიტა ნიონგ’ო, სტერლინგ ბრაუნი, ჯასტინ ჰარტლი, უილიამ მეისი, ჰოლი ბერი, ჰარისონ ფორდი, სტივ კარელი, ბრედლი კუპერი, ლედი გაგა, ჯულიანა მური, ოლივია კოლმანი, ემა სტოუნი, რეიჩელ ვაისი, რიჩარდ გირი, ემილი ბლანტი, კრისი მეტზი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, ფელისიტი ჰოფმანი – ეს იმ ჰოლივუდელების პირველი ნაწილია, რომლებიც ,,ბევერლი ჰილტონის” სცენაზე ოქროსფერ კონვერტებს გახსნიან.

შეგახსენებთ, რომ 76-ე ,,ოქროს გლობუსი” 6 იანვარს გაიმართება. საღამოს წამყვანები სერიალების ,,გრეის ანატომია” და ,,ბრუკლინი 9-9” ვარსკვლავები, სანდრა ო და ენდი სამბერგი იქნებიან.