LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავის აეროპორტმა ღამით ფრენები აკრძალა

187

ვარშავის აეროპორტმა ღამით ფრენები აკრძალა, რათა ადგილობრივებმა მშვიდად ძილი შეძლონ. ფრედერიკ შოპენის ვარშავის საერთაშორისო აეროპორტმა ღამის საათები 23.30-დან 5.30-მდე დასვენების დროდ გამოაცხადა და საფრენი ბილიკები დახურა. ასეთი გადაწყვეტილება აეროპორტის ადმინისტრაციამ ადგილობრივთა პროტესტის შემდეგ მიიღო. საქმე ისაა, რომ აეროპორტი ქალაქიდან 10 კმ-ში მდებარეობს და ხმაური ხალხს მართლაც ძალიან აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ შეეხება გადადებულ რეისებს და იმ შემთხვევებს, როცა თვითმფრინავი ავარიულ სიტუაციაში მოხვდება და სასწრაფოდ დაფრენა დასჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები